ხელოვანის პორტრეტი
“სურათებს მობილურით ყოველთვის ვიღებდი, თუმცა ყველაზე მეტად მაშინ გამიტაცა ფოტოგრაფიამ, როდესაც მამის და ბაბუის ძველი ფირის აპარატები აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა ძმამ სარდაფში. მთელი სიამოვნებაა გამჟღავნებული სურათების თვალიერება, მოგონებებიც მის ფერებსა და ხასიათს იძენს. ვინაიდან ძირითადად კონკრეტულ დეტალებს ვიღებ ერთი სივრციდან, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საყვარელი სტილიც ესაა (Detail photography).
ასევე, ძალიან მიყვარს “line art”-ის სტილში ხატვა და ბევრ ჩემს სურათზე მინიატურულ პერსონაჟებს ვსვამ ხოლმე – ვასკუპებ იქ, სადაც მე თვითონ ფიზიკურად ვერასდროს მოვთავსდები, თუმცა მთელი ჩემი განწყობით და ემოციებით იქ ვარ.
ასე, რომ ფოტოგრაფია ჩემთვის, როგორც მოგონებების შენახვის, საინტერესო მომენტებისა და დეტალების აღბეჭდვის, ასევე გრაფიკული ნამუშევრების შექმნის საშუალებაა.”