0%

სალომე ასანიძე

ხელოვანის პორტრეტი

“ორი წლის წინ ბაბუაჩემის ანტიკური საბჭოთა კინოკამერით, Fed 2 – ით დავიწყე გადაღებები. სხვადასხვა პროექტების გამო მიწევდა მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, რადგან ბევრ სოციალურ საკითხზე ვმუშაობდი. ფოტოგრაფია დამეხმარა უკეთ გამეცნო გარემო რომელშიც ვცხოვრობ.”

ნამუშევრები

"დუმილის მჭიდი" ეს სურათი ასახავს ქალების გამძლეობას საზოგადოებაში, სადაც ისინი ხშირად განიცდიან ძალადობასა და ჩაგვრას. საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის პრობლემა ღრმად არის ფესვგადგმული კულტურულ და სოციალურ ნორმებში, რომლებიც ქალებს მამაკაცების დაქვემდებარებულ მდგომარეობაში აყენებენ.

"საქორწინო კაბა სამგორის ბაზარში" ფოტო გადაღებულია სამგორის ბაზარში. ძველი ტანსაცმლითა და ბოსტნეულით გარშემორტყმული ჭერიდან თეთრი საქორწინო კაბა იყო ჩამოპორწიალებული. ეს სურათი იმ უიმედობისა და გადარჩენისთვის ბრძოლის სიმბოლოა, რომელსაც ბევრი აწყდება ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.

პროფესიული გამოცდილება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, (ბაკალავრიატი) კულტურის კვლევები, (მაგისტრატურა) კულტურის კვლევების მაგისტრი გალერეის ასისტენტი (კურატორი) – ფოტო გალერეა (2021-2022)