ხელოვანის პორტრეტი
“მაქვს პედაგოგიური განათლება, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა ცხოვრების სხვა გზას და ახლა ვმუშაობ ფოტოგრაფიასა და დიზაინში. მიყვარს იმის შექმნა და ვიზუალურად გადმოცემა რასაც ვგრძნობ.
ფოტოგრაფიით 2016 წლიდან დავინტერესდი, როცა ფოტოაპარატი ჯერ არ მქონდა, მაგრამ ჩარჩოში უკვე ყველაფერს ვხედავდი. 2017 წელს ვიყიდე ჩემი პირველი ფოტოაპარატი და გავხსენი ფოტოსტუდია, მას შემდეგ კამერა ჩემთვის ერთგული მეგობარია.”