0%

კატო იუფეროვი

ხელოვანის პორტრეტი

„თითო-ეული ადამიანის სხეულში სული, გონი ან რაიმე კიდევ სხვა სახელით წოდებული არსი ცხოვრობს. ჩემი თავი როდი იქნება განსხვავებული…
და მე ვფიქრობ, რომ ეს “სული” უთვალავი პატარა უწვრილესი ძაფებით მოქსოვილ ქსელს შეიძლება ჰგავდეს. ასე წარმომიდგენია.

ერთი ძაფი – ერთი მოგონება, თვისება, ემოციაა და ასე იქსოვება ადამიანი.
ჩემს ქსელში, უმეტესად, სიმშვიდის შემცველი ძაფებია გაბმული და თუ შფოთვის მორევს არ გაივლი, სიმშვიდეს ვერ შეიგრძნობ და ვერ დააფასებ. სინათლის უამრავი ძაფიც არის, ისინი კი, მაშინ გაება, როდესაც მრავალი უკუნითი ღამე გამოიარე. ბედნიერების ემოციები დიდ მწუხარებებს ანაცვლებს ხოლმე…

ყველა ძაფი დუალიზმით ჩაექსოვება ერთმანეთს და იქმნები შენ. ყოვლის-შემგრძნები ადამიანი. გრძნობები კი, გამოხატვას ლამობენ — ხელოვნება კი სრულყოფილი მეთოდია ამისთვის და მეც რა დამრჩენია თუ არა პოვნა იმ ხერხის, რომლითაც მთრთოლავი ძაფების ქსელს დავამშვიდებ და დავასტაბილურებ. ხერხი ჩემთვის მხატვრობაა და ჩემს ნახატებში უმეტესად ზუსტად ასეთი წვრილი ხაზებია – სხეულის შიგნით არსებულის მსგავსი.“

 

 

ნამუშევრები

„მორევი“, 50x40სმ, ტ. აკრილი, 2021