ხელოვანის პორტრეტი
„მე-9 კლასის შემდეგ „ნიკოლაძეში“ ჩავაბარე და დაიწყო ჩემი ყველაზე ძვირფასი პერიოდი… მხოლოდ მესამე კურსზე, შუა ხატვის ლექციაზე ვიგრძენი, რომ ხატვა ზუსტად ის პროფესია იყო, რაც მე მაბედნიერებდა და რისი კეთებაც მთელი გულით მინდოდა. რიცხვი და თვეც მახსოვს და ის ტუმბოც, რომელზეც ვიჯექი… შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო. პირველი კორპუსისკენ სულ მიმიწევდა გული. იქაურობა ჩემთვის თითქოს ძალიან ახლობელი იყო და არც ვიცოდი, რომ სხვენში ფერწერა-გრაფიკა ისწავლებოდა… ვემზადები გამოფენისთვის, რომელსაც ჩემს მეგობრებთან ერთად 22 მაისს ვაწყობ აბრეშუმის ქარხანაში და თუ გვესტუმრებით ძალიან გაგვეხარდება.”
პროფესიული გამოცდილება
თსუ, ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება