0%

მაია ქაჯაია

ხელოვანის პორტრეტი

„მე ვფიქრობ, ცხოვრებაში საკმარისზე მეტია პრობლემაც და უსიამოვნებაც. ამიტომ, ძალიანაც კარგი, თუკი ხელოვნება იქნება ის ოაზისი, სადაც ადამიანს შეეძლება თავის შეფარება, სტრესის, დაძაბულობის მოხსნა, დადებითი მუხტის მიღება და გაძლიერება, ცხოვრების გასაგრძელებლად… თუმცა, კაცია და გუნება… ზოგს სიმშვიდე და იდილია იზიდავს, ზოგს, – მძაფრი ემოციები; ერთი დაკარგულ სამოთხეს დაეძებს, მეორე – ამ ცხოვრების ორომტრიალშია მთლიანად ჩაბმული…

 

და რა კარგია, რომ: „ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“! იქნებ შემოქმედების იდეაც ისაა, რომ სამყაროში ერთი ნამცეცი მაინც დააფიქსირო იმისა, რაც გიყვარს და გეძვირფასება… თუნდაც, ისევ დროებით…

ნამუშევრები

„ინტერიერი“, 60x40სმ, ტ. ზ., 2021

„მცენარე აკვარიუმში“, 80x80სმ, ფირფიც. ზ., 2010

„სპატიფილიუმი“, 25x35სმ, მუყ. გადაკრული ტ. ზ., 2020

„სურო“ სერიიდან „ჩემი ბავშვობის ეზო“, 35x50სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2017

„ალუბლები გაზაფხულზე“ სერიიდან „ჩემი ბავშვობის ეზო“, 35x50სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2017

პროფესიული გამოცდილება

ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, ფერწერის ფაკულტეტი; თსს აკადემია, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი