ხელოვანის პორტრეტი
„ჩემი ნამუშევრები მცდელობაა, ემოციური შთაბეჭდილებები დავიწყებისათვის არ გავწირო და ხაზებით გადმოვცე. ადვილად შეამჩნევთ უწყვეტ ხაზებს, კვანძებს.
ჩემი შთაბეჭდილებების უკვდავებას უწყვეტი ხაზებით ვცდილობ, რომლებიც ერთგვარი კავშირებია ქაოტურად მოძრავ მოვლენებს შორის, რაც წესრიგის წარმოდგენაში მეხმარება. მათი მეშვეობით შესაძლებელი ხდება იმ კონკრეტულ საგნამდე თუ მოვლენამდე მისვლა, რამაც ეს შთაბეჭდილება ასეთი მნიშვნელოვანი გახადა ჩემთვის. გრაფიკული ხაზები ზოგჯერ ისეთივე მოჭარბებული და დატოტილია, როგორც ჩვენი ქვეცნობიერი, მოვლენების აღქმის პროცესში.
ჩემი მიზანია, შთაბეჭდილებებით მიღებული განწყობა ისეთივე სიზუსტით და სიცხადით გადმოვცე, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი. ვცდილობ, ისინი ისეთივე ამაღელვებელი გავხადო ადამიანებისთვის, როგორიც ჩემთის იყო. ჩემი გრაფიკა ჩემი დღიურებია…“