ხელოვანის პორტრეტი
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობაში, თეატრის სახელოსნოში ნანახი, ჩემთვის უცხო და უცნაური ხლართებით ნაქსოვი ქსოვილით დაინტერესება ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა და გადამაწყვეტინებდა გავმხდარიყავი ქსოვილების მხატვარ-ტექნოლოგი. აკადემიაში გამორჩეულ პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობამ სტიმული და საშუალება მომცა, შემესწავლა ქსოვილის მხატვრული გაფორმება, დავუფლებოდი ქსოვილის შექმნის რთულ ტექნოლოგიებს, ერთმანეთთან დამეკავშირებინა ხელოვნება და მეცნიერების მიღწევები.
ძირითადად, გობელენსა და აპლიკაციაზე ვმუშაობ, ყველასგან მივიწყებულ ძველ ქსოვილებს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებ. გობელენზე მუშაობისას მასალის ბუნებრივ შეფერილობას ვიყენებ ან ბუნებრივი საღებავებით ვღებავ და ეფექტის მისაღებად სახვადასხვა ხლართებს ვიყენებ. სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი ბათუმის ნ. კანდელაკის სახ. სამხატვრო სასწავლებლისა და ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტის სტუდენტებს. მუდმივად ვმონაწილეობ რესპუბლიკურ და ადგილობრივ გამოფენებსა და სიმპოზიუმში.“