0%

ნასმიკ მოვსესიანი

ხელოვანის პორტრეტი

“ვცხოვრობ და ვმუშაობ ერევანში. მაქვს 20 წელზე მეტი გამოცდილება დიზაინისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
როგორც დიზაინერი, ვთანამშრომლობდი სომხეთის ბევრ მუზეუმთან, შევისწავლე სხვადასხვა საუკუნის ისტორიული და კულტურული ხელოვნების მნიშვნელოვანი ექსპონატები. გაჩნდა იდეა შემექმნა თანამედროვე აქსესუარები, რისი წყალობითაც შევძლებდი რომ ხელმისაწვდომი გამხდარიყო მომხმარებლისთვის უძველესი ორნამენეტებით გაფორმებული თავშალები.
მუზეუმიდან მოპოვებული ორნამენტების და ნახატების მოტივებზე ვქმნი ახალ კომპოზიციას საავტორო დიზაინით, ვაძლევ მას ახალ სუნთქვას, გარდავქმნი თავშალად, რაც მფლობელს საშუალებას აძლევს დატკბეს ამ ფარული სილამაზით. , ხოლო ხაზს უსვამს მის ინდივიდუალურობას.
ასე შევქმენი HASIS-ის ბრენდი.
ბრენდის სახელწოდება, ლეგენდის მიხედვით, ერთ-ერთი ურარტული დედოფლის, არგიშტი 2-ის მეუღლის სახელია და მას ულამაზესი სიყვარულის ისტორია უკავშირდება.
შროშანას ყვავილის სიმბოლო, რომელიც შეტანილია ბრენდის სასაქონლო ნიშანში, გამოიყენებოდა ურარტუულ დროში მამაკაცებისა და ქალების სამკაულებში, რადგან მას ჰქონდა დამცავი თვისება ბნელი ძალებისგან.”

ნამუშევრები

შალი „ჯვარი“, 110x110 სმ, 2017 წ., ნატურალური აბრეშუმი, ციფრული ბეჭდვა

შალი "კომიტასი", 110x110 სმ, 2019 წ., ნატურალური აბრეშუმი, ციფრული ბეჭდვა

შალი "საზი", 110x110 სმ, 2017 წ., ნატურალური აბრეშუმი, ციფრული ბეჭდვა.

შალი "BASALTIC ORGAN", 140x140 სმ, 2020, ქაშმირის მოდალი, ციფრული პრინტი

შალი "SPHINX", 140x140 სმ, 2020, ქაშმირის მოდალი, ციფრული პრინტი

პროფესიული გამოცდილება

ტერლემეზანის სახელობის ხელოვნების კოლეჯი, დიზაინის ფაკულტეტი