ხელოვანის პორტრეტი
„აკადემიის დამთავრების შემდეგ დავინტერესდი კერამიკის ხელოვნებით და თიხასთან შეხებისას მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო რისი კეთებაც მსურდა – მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება ამისთვის მინდოდა მიმეძღვნა“.
სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში გამოჩენილ კერამიკოს მხატვრებთან და მოქანდაკეებთან გვერდიგვერდ მუშაობამ კიდევ უფრო დიდი ინტერესი გამიჩინა კერამიკული ხელოვნების მიმართ. ჩემი ბრენდის შექმნისას მინდოდა შემეერთებინა ხელოვნება იმ ნივთებთან, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ.
ზოგჯერ ძალიან უჩვეულო შეკვეთების შესრულება მიწევს. ეს არის ხელებისა და სახის სარეცხი საშუალებებისთვის ჭურჭელი, სპეციალურად შექმნილი ჭაღები, სპეციალური დეკორაციის ნივთები და ა.შ. ამ შეკვეთებზე მუშაობა განსაკუთრებით მიტაცებს, რადგან თითოეული მათგანი ინდივიდუალური და უნიკალურია. სამუშაოს შედეგი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, რაც მთავარია, შედეგზე დიდ გავლენას ახდენს თიხა და მისი სახეობები, სითხეები და პიგმენტები, რომლებსაც ვიყენებ.
მივიღე მონაწილეობა რამდენიმე საერთაშორისო სიმპოზიუმში და ვიმუშავე კონცეპტუალურ კერამიკულ სკულპტურებზე. ჩემს პროექტებს შორისაა სიმპოზიუმი ლანდშაფტის კერამიკის შესახებ მოსკოვში, Transcultural ART LAB გერმანიაში და პირველი შეკის სიმპოზიუმი საერთაშორისო კერამიკაზე.”