ხელოვანის პორტრეტი
90-იანი წლების ბოლოს 2000 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ სადაც ეზიარა დასავლურ “quilt”-ს და უკეთესად გაეცნო მისი შექმნის ისტორიას. 2004 წელს ქ. სიდნეიში (ავსტრალია) გაერთიანდა ადგილობრივ “quilting” ჯგუფში და აქტიურად ჩაერთო მათ საქმიანობაში. შეისწავლა ტრადიციული “quilt”-ის შექმნის წესი, ტექნიკა და დიზაინის თავისებურებები. ამ პერიოდში შექმნილი “quilt”-ები ძირითადად ოჯახში ყოველდღიური მოხმარებისათვის იყო, ტრადიციული ტექნიკით შესრულებული: ზოგი ხელით და ზოგი საკერავი მანქანის გამოყენებით . 2006 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში უკვე საკუთარი დიზაინით დამზადებული “quilt”-ბით. იყო Quilters’ Guild NSW-ის წევრი და ამერიკის ქვილთერების საზოგადოების (AQS) წევრი.