ხელოვანის პორტრეტი
„ვმუშაობ ფერწერასა და გრაფიკაში. ჩემი ნამუშევრების თემატიკა თითქმის ყველა ჟანრს მოიცავს. დიდხანს ვმუშაობ, – პატარა ზომის ნახატს შეიძლება რამდენიმე წელი მოვანდომო. ამიტომაც, მგონია, ისინი ჩემს შინაგან მდგომარეობას გადმოსცემენ.
ნატურიდან ხატვა ნაკლებად მიზიდავს, თუმცა, ვთვლი, რომ პროფესიონალ მხატვრს უნდა შეეძლოს აკადემიური ხატვა; უნდა იყოს განათლებული და იცოდეს მხატვრობის და ხელოვნების ყველა სფერო, უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, ინდივიდუალური ხელწერა და როგორც პიროვნება, თავისუფალი უნდა იყოს კლიშეებისა და სტერეოტიპული აზროვნებისგან. ვფიქრობ, ხელოვნება ერთადერთია, რაც კეთილ და ნათელ კვალს ტოვებს კაცობრიობის ისტორიაში.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება