წევრობის წესები და პირობები
წევრობა განისაზღვრება თვეების ერთობლიობით. წევრობის სტანდარტული ხანგრძლივობა მოიცავს 12 თვეს.
წევრობის ხანგრძლივობის ათვლა – იმ შემთხვევაში, თუ წევრის სტატუსი მინიჭებულია, მაგალითად 10 აგვისტოს, შემდეგი წლის 9 აგვისტომდე მოქმედებს სტატუსი.
ვის შეუძლია გახდეს წევრი
www.weekofart.com შეიქმნა პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები / სტუდენტი ქალი მხატვრებისთვის.
პლატფორმა აერთიანებს ხელოვან ქალთა მონაცემთა ბაზასა და საერთაშორისო პროფესიულ ქსელს,
რომლის დახმარებით პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები/სტუდენტი მხატვარი ქალები
შეძლებენ საერთაშორისო ციფრულ არტსივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან კომუნიკაციას ინტერნეტის
მეშვეობით, თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას, რეალიზაციას და
საკუთარი შემოქმედებითი კარიერის მართვას.
წევრებისათვის
- წლის განმავლობაშიი (ერთჯერადად) პერსონალური გამოფენის ორგანიზება ვირტუალურ სივრცეში
- სტატია საიტის ბლოგის გვერდზე (ორ-ენოვანი)
- საიტის მიერ ორგანიზბულ ჯგუფურ გამოფენაშიი მონაწილეობა, წევრის სტატუსის გათვალისწინებით
- აუქციონში მონაწილეობა (წევრის სტატუსისა და მოთხოვნების გათვალისწინებით)
- წევრობის ციფრული სერთიფიკატი
- წევრის ასახვა მონაცემთა ბაზაში
- მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
წევრობის განაცხადის შევსება ხდება „ონლაინ“ www.weekofart.com ვებსაიტის საშუალებით. წევრობის ოფიციაალური სტატუსის მინიჭება ხდება საწევროს გადახდის დადასტურებისთანავე. წევრობის საფასური უკან არ ბრუნდება არ ანაზღაურდება და არ გადაეცემა მისი განკარგვის საშუალება მესამე პირს. წევრობის არანაირი განცხადება არ იქნება უარყოფილი მათი ენის, სქესის, წარმოშობის, რელიგიის ან რწმენის, სოციალური კუთვნილების, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, გათვალისწინებული ადამიანთა თანსწორუფლებიანობის კანონის თანახმად.
(თანამშრომლობის) შეწყვეტის პოლიტიკა
წევრობა წყდება სურვილისამებრ და წევრს არ ააქვს უფლება მოითხოვოს „ონლაინ“ გადახდილი თანხის ანაზღაურიება, იგივე პირობა ვრცელდება, სხვა ნებისმიერი შესრულებული „ონლაინ“ გადახდის ოპერაციის შემთხვევაშიც.
ონლაინ გადახდის წესებში და პირობებში.
www.weekofart.com „ონლაინ“ გადახდის სერვისზე წვდომით ან გამოყენებით, წევრი თანახმაა დაიცვას ყველა მოქმედი პირობები. www.weekofart.com იტოვებს უფლებას საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლო წესებისა და პირობების ცვლილებაზე ნებისმიერ დროს, წევრის წინასწარი გაფრთხილებით ან მის გარეშე.
ონლაინ გადახდის სერვისი შექმნილია წევრის/მომხმარებლის სხვადასხვა სერვისის გადასახადის გამარტივების მიზნით, როგორებიცაა; საწევრო, აუქციონი და სხვადასხვა მომსახურება. წევრი მიიღებს დასტურს გადასახადის „ონლაინ“ შესრულების შემდეგ. www.weekofart.com იყენებს მესამე გადახდების სერვისის განხორციელების მიზნით.
www.weekofart.com პასუხს არ აგებს ონლაინ გადახდის სერვისით გაგზავნილი ინფორმაციის სიზუსტის, სისრულის, ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების ან და სხვა რაიმე ხარვეზე. ვებ-გვერდი პასუხს არ აგებს ნებისმიერი სახის ფინანსური ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც წარმოიშობა ონლაინ გადახდის სერვისით სარგებლობისას/გამოყენებით, მათ შორის, პირდაპირი, არაპირდაპირი, შემთხვევით თუ თანმიმდევრული სიტუაციიების გათვალისწინებით. ვებ – გვერდის მფლობელები პასუხს არ აგებენ წევრის პირადი ან საკრედიტო ბარათის ინფორმაციის ნებისმიერი დარღვევის გამო, რომელიც გამოწვეულია ამ ინფორმაციის მითითების შედეგად www.weekofart.com– ზე. წევრი ეთანხმება, რომ ის თავად არის სრულად პასუხისმგებელი და შესაბამისად აფასებს საფრთხეებს. წევრი თანახმაა, რომ იგი განზრახ არ მოგვაწვდის ცრუ ინფორმაციას www.weekofart.com ონლაინ გადახდის სერვისზე წვდომის ან გამოყენების დროს.
Weekofart გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი წევრის ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე და მისი (წევრის) მიერ შევსებულ ინფორმაციას არ გადასცემს მესამე პირებს.