ანა ჩახვაძე

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ფერმწერი ვარ. ბავშვობიდან სინესთეზია მქონდა ე.ი. მუსიკას, რიცხვებს, სიტყვებსა და ემოციებს ფერებში ვხედავდი. ადამიანებსაც კი! ამ უნარს ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან წელს სამედიცინო უნივერსიტეტს ვამთავრებ. ექიმი უნდა ვიყო, ფსიქიატრი.
ორი წლის წინ ერთ-ერთ ფსიქო-სოციალურ ცენტრში დავდიოდი.
როგორც მომავალმა ფსიქიატრმა პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი. მახსოვს, ბენეფიციარებს, ძირითადად შიზოფრენიის დიაგნოზით, ხელოვნებაზეც ვესაუბრებოდი ხოლმე.
ცოტა ხატვაც ვასწავლე: ფორმების მოხაზვა, ზეთის საღებავების შერევა და მონასმის ტექნიკა. ბოლოს, ახალ წელს, იქვე გამოფენაც კი მოვაწყვეთ და ერთად ვიმხიარულეთ. ძალიან ნიჭიერები და მონდომებულნი იყვნენ. ისე უხაროდათ! ჩემთვისაც ერთგვარი თერაპია იყო: მე მათ თვითგამოხატვაში ვეხმარებოდი, ისინი კი, მე – ადამიანის სიღრმეების შესწავლაში.
ჩემი შემოქმედებისა და საქმიანობის მამოძრავებელი ძალაც ზუსტად ესაა – შემეცნება, საკუთარი თავის თუ მეორე, ჩემნაირის, ადამიანის. ამ შინაგანი კოსმიური სამყაროს დანახვა, კავშირების აღმოჩენა და რაც მთავარია უსასრულო სიყვარული და თავისუფლება… სხვა რა გითხრათ, არ ვიცი, ჩემი ნამუშევრები ჩემს მაგივრად ისაუბრებენ.“

 

ნამუშევრები

„თავისუფლება და სიყვარული ცეკვაში“, 100x80სმ, ტ. შერ. ტექნიკა, 2021

Scroll to Top