ელენე მალაშევსკი-ჯაყელი

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემში ორი ტალღა ეჯახება მუდმივად ერთმანეთს. ერთ მხარესაა რაციონალური ნაწილი,
რომელიც ცდილობს რაც შეიძლება მეტი წერტილი დააკავშიროს ერთმანეთთან. მეორე
მხარეს – ემოციური მე, რომელიც გორაკებზე დარბის. ეს ორი, განსხვავებულად
რეზონირებს გარე და შინაგან მოვლენებზე, მაგრამ მაინც თანაცხოვრობს.
ჩემი პერსონაჟები ვიზუალურად არ გვანან იმ არსებებს, რომლებიც ყოველდღიურად
შეიძლება შეგხვდეს. თუმცა, რეალური გამოცდილებებიდან გამომდინარე, ისინი
წარმოადგენენ ზოგჯერ ჯადოსნური შთაბეჭდილებების რეპრეზენტაციას, ზოგჯერ
პროტესტს, კრიტიკულ იდეებსა და შეხედულებებს, რომლებიც ყოველდღიურ სამყაროსთან
ინტერაქციისა და განსჯის შედეგად ფორმირდება ჩემს ცნობიერებაში.“

ნამუშევრები

„ინდუსტრიალური“, 210x148სმ, ქაღ. ტუში, 2020

„წინასაარჩევნო“, 210x148სმ, ქაღ. ტუში, 2020

„ისინი ნადიმობენ გარდაცვლილებით“, 210x148სმ, ქაღ. ტუში, 2020

„ძველ საბერძნეთში“ „იდიოტი/Ιδιώτης“ იყო ადამიანი, რომელიც მხოლოდ თავის პირად საქმეებს აკეთებდა და არა თავის ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებს“, 210x148სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2020

„ქალაქის გენერალური გეგმა“, 210x148სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2020

პროფესიული გამოცდილება

სამხატვრო სკოლა, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი (CCA)
Scroll to Top