ელენე ტურაშვილი

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„მე ვარ miniaTura მხატვარ-დიზაინერი თბილისიდან. ბავშვობიდან მოყოლებული ხატვით ან ე.წ. “ჩხირკედელაობით” ვარ გატაცებული. საკუთარი თავი  ხატვის არაერთ ტექნიკაში ვცადე, სანამ არ აღმოვაჩინე ე.წ. lain art-ის სტილის მხატვრობა. მას შემდეგ ამ ტექნიკას ვიყენებ ჩემს ნამუშევრებში და ვცდილობ მარტივი მონახაზით გადმოვცე ჩემი სათქმელი. მე miniaTura ვარ და ჩემს ნახატებს miniaTur-ები ქვია. მოგვიანებით,  miniaTur-ებმა ფურცლიდან კედელზე გადაინაცვლეს და დღეს, თბილისის კედლებზეც შეხვდებით ჩემს ნახატებს. პორტრეტისტი მხატვარი ვარ და miniaTur-ები შესაბამისად, ძირითადად პორტრეტები ან ადამიანის ფიგურებია, იშვიათად ვიყენებ სხვა ობიექტებს. პროფესიით დიზაინერი ვარ, ვქმნი ხელნაკეთ სამკაულებსა და დეკორაციებს. ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები სწორად გამოვიყენო და ჩემს ფანტაზიას დიდი გასაქანი მივცე, ბედს ხელოვნების სხვადასხვა სფეროშიც სიამოვნებით ვცდი. მიცდია წერა, ფოტოგრაფია, ვიდეო-არტი, ბოდი-არტი, ლენდ-არტი, სტენსილის ტექნიკა, გრაფიკა, ფოტოშოფი მოყვარულის დონეზე და ახლა ცეკვის სწავლასაც ვგეგმავ. მიყვარს სხეულის ენის გამოყენება ემოციების გამოსახატად. ამ ეტაპზე დასაქმებული ვარ ბავშვთა გასართობ ცენტრში მხატვრის პოზიციაზე. პატარებს ვუქმნი განწყობას.

0

ნამუშევრები

„ყველა თავისი სათვალიდან უყურებს ცხოვრებას“, 29x21სმ, ქაღ. ტუში, 2019

„ქარი“, 29x21სმ, ქაღ. ტუში, 2020

„გასაღები“, 29x21სმ, ქაღ. ტუში, 2020

„ხმაურიანი სიჩუმე“, 21x15სმ, ქაღ. ტუში, 2019

„კორონა“, 21x29სმ, ქაღ. ტუში, 2019

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, მხატვრული მინის მიმართულება
Scroll to Top