ინგა გურგენიძე

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ხელოვნებამ შთამაგონა, შემეცნო საკუთარი თავი და ჩემ გარშემო არსებული სამყარო. ჩემი შთაგონების წყაროა გარშემო მყოფი ადამიანები, მათი განწყობები და გრძნობები, მუსიკა, ბუნება, ლიტერატურა, კინო
ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ვამჩნევ დეტალებს, რასაც სხვები ვერ ხედავენ.
ხელოვნება ჩემთვის ხელშესახებია, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ნებისმიერი ჩემი ნამუშევარი გულწრფელი ემოციის და უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებაა.
ზოგჯერ მეჩვენება, რომ ვქმნი წარმოსახვით, ჯადოსნურ, ზღაპრების სამყაროს!
ჩემთვის მხატვრობის ყველაზე საინტერესო ნაწილი თავად პროცესია! ტექსტურები, ფერთა შეხამება, ახალი მოგნებები ჩემი იდეების გამოხატვის ხერხებია, ისინი არიან ჩემი დამხმარეები, ინსპირატორები, მეგობრები.
ზეთის საღებავები ჩემი ფავორიტია, მათი უსაზღვრო შესაძლებლობების გამო..
ზოგჯერ ვფიქრებ, რომ მხოლოდ პროცესის დამკვირვებელი ვარ, სადაც იბადება სუბიექტები თუ ობიექტები ტილოზე.
ხშირად მაოცებს შედეგი! და თუ ჩემი ნამუშევრები მაყურებლის გულში რეზონანსს გამოიწვევს და შთააგონებს მათ, . ჩემი, როგორც მხატვრის, ენერგია ტრანსფორმირებულად უკან იქნება დაბრუნებული!

 

ნამუშევრები

„მოლოდინი“, 37x30სმ, ქაღ. ზ. 2020

Scroll to Top