0%

ირმა ჭავჭავაძე-კომსიანი

ხელოვანის პორტრეტი

„ადამიანი რომ უნდა გიყვარდეს, ეს აუცილებელი წინაპირობაა იმ დიდი ჰარმონიისა, რასაც ყველა ადამიანი ეძებს მთელი ცხოვრება! მაგრამ ეს ძნელი მისაღწევია, თუ ადამიანის სული და შინაგანი სამყარო ცარიელია. აქ ჰარმონიაზე ფიქრიც ზედმეტია…

აუცილებელია, ადამიანი ისწრაფვოდეს იმ დიდი სიყვარულისკენ, ძალა და სურვილი გამონახოს ამისთვის, რაც უფალმა თითქმის ყველა ადამიანში ჩადო! ვფიქრობ, ყველა ადამიანი ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს, შეიცნოს საკუთარი მე, იპოვოს, შეიგრძნოს სამყარო, იფიქროს მომავალზე, მაგრამ არ დაივიწყოს წარსული, რომელიც გვამოძრავებს! მიყვარს ადამიანები, მეგობრები, ოჯახი… ყოველი გათენებული დილა, მზის ათინათი, ფოთლიდან ფოთოლზე დაცემული ჩრდილი. ბუნების ყველა სეზონი ხომ სასწაულია?! ეს არის ჰარმონია და ყველა ერთად ვქმნით ამ ჰარმონიას! არ მიყვარს ილუზიების შექმნა, არც ჩემთვის და არც სხვისთვის! ცოტა პესიმისტი, ცოტა ოპტიმისტი და უფრო დიდი რეალისტი, – მე რეალურად აღვიქვამ ამ სამყაროს და ეს რეალობაც გადამაქვს ტილოზე. ბავშვობიდან ვხატავ, მაგრამ დროის უკუღმართობამ გაწყვიტა ჯაჭვი ამ საქმიანობასთან. მაგრამ ახლა, უფრო ახალი ენერგიით და ძლიერი გრძნობით ვუდგები ხატვაზე ფიქრს, რომელიც მავსებს, მაფიქრებს და უფრო მაღალი მშვენიერების საფეხურზე ავყავარ!

თუკი ადამიანი თავის თავში ნიჭს, უნარს აღმოაჩენს, უნდა განავითაროს და არ გაჩერდეს! დაე, ნუ ექნება აღიარება, სწრაფვა რაღაც ახლისკენ, სიკეთისკენ, სიყვარულისკენ მეტია, რადგან ნიჭი, თავისთავად, უკვე დიდი ბედნიერებაა, როგორც მისთვის, ასევე მის გარშემომყოფთათვის!“

ნამუშევრები

„ძველი ცხინვალი“, 50x70სმ. ტ.ზ., 2021