0%

მაია კაშია

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„სალამი თქვენ!
მე ვარ მაია, – მოკლე თმით და ოდნავ გრძელი ფანტაზიით…
თუ მკითხავთ, რომელი უფრო მეტად მიყვარს, აკრილი თუ ზეთი, არ ვიცი, რას გიპასუხებთ, – ჩემთვის ორივე გემრიელია.
ხატვა დავიწყე მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვიყავი დაკავებული.
ვხატავ მაშინ, როცა დრო არ მაქვს. იმიტომ, რომ დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებ (ჩემი სრულყოფილებისთვის).
არასდროს მისწავლია, როგორ ან რა უნდა ვხატო. არ ვიცი, რატომ არის ეს საჭირო და არ ვსწავლობ. არ მიყვარს რეალიზმი, ვცდილობ, ვიცხოვრო მის გარეშე.
მეუბნებიან ხოლმე, კარგად ხატავო მაგრამ მე ხომ ვიცი …
აი, ხომ იცით, რა მდიდარი ლექსიკონი გვაქვს ქართველებს?! მაგრამ, ვფიქრობ და ვერ მოვიფიქრე, რომელი სიტყვა გამოხატავს ჩემს ემოციებს უშუალოდ ხატვის პროცესში.
მიყვარს ადამიანების გაკერპება. მერე, უცებ, ამ საფეხურიდან უფსკრულში ცვივიან, იმიტომ, რომ საბოლოოდ მაინც ადამიანები არიან…   ეს მე ვიყავი,
მაია,  ფანატიკოსიც და ოდნავ გრძელი ფანტაზიით“

ნამუშევრები

„უსათაურო“, 60x50სმ, ტ.ზ., 2017

Scroll to Top