0%

მარიამ იზორია

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემთვის თიხა ცოცხალი სუბსტანციაა, ოთხი სტიქიის შერწყმაა-ჰაერი, წყალი, მიწა და ცეცხლი, დაკავშირებულია მიღმიურ სამყაროსთან და ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასთან. ამიტომაცაა, რომ იდეების, აზრების, ფიქრების ხორცშესასხმელად სწორედ თიხას ვიყენებ,- მისტიურ, ზე-ამაღლებულ, ღვთაებრივ მასალას. მისგან გამოჭედილი ნაწარმოებები კი, ხელოვნების სამი დარგის-ქანდაკების, ფერწერის და გრაფიკის ცეცხლში ნაწრთობი პირმშოა, კოლაბორაცია, სამთა კავშირი, მაგიური სამკუთხედია. პირველივე ნაბიჯები, ჩემ შემოქმედებაში, ინსპირირებულია უძველესი ქართული ხელოვნების წყაროებიდან. სწორედ ეს მეხმარება იდეის და სათქმელის კონცეპტუალურად გამოსახვაში. ნამუშევრებზე დატანილი დეკორი კი, მხოლოდ სამკაული კი არა, აუცილებელი დეტალია, რომელიც ფორმის გამოვლენას, მოძრაობის აქცენტირებას, ამბის თხრობას და იდეის საბოლოო დასრულებას ემსახურება.“

ნამუშევრები

„მცველი“, 72x35სმ, შამოტი, აღმდგენელი ჭიქური, შებოლვა, 2003

„მცველი“, შამოტი, აღმდგენელი ჭიქური, შებოლვა, 68x34სმ, 2003

„ქალღმერთი“, 110x42სმ, შამოტი, ფერადი აღმდგენი ჭიქური, შებოლვ, 2003

„რიტუალი“, 68x24სმ, წითელი თიხა, ფერადი აღმდგენი ჭიქური, 2007

„ცნობიერების სიმბოლო“, 57x28სმ, წითელი თიხა, ფერადი, აღმდგენი ჭიქური,

„სიცოცხლის ხე”, 50X60სმ, ქაღ. პრინტი, 2018

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, მინა-კერამიკის კათედრის მონუმენტური კერამიკის მიმართულება, რ.იაშვილის მონუმენტური კერამიკის სახელოსნო
Scroll to Top