0%

მირეი ბარო

ხელოვანის პორტრეტი

„ქსოვილებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა. შეიძლება, ბებიის ან მკერავი დედის გამო…
გამიმართლა, რომ დავქორწინდი დიპლომატზე და საშუალება მომეცა 40 წლის განმავლობაში მეცხოვრა სხვადასხვა ქვეყანაში, გავცნობოდი სხვა კულტურებს, ურთიერთობა მქონოდა ადგილობრივ არტისტებთან. მოსკოვში აღმოვაჩინე სამყარო თავისუფლების გარეშე! ისლანდიაში ვისწავლე ქსოვა და პირველად გამოვფინე ჩემი მოხატული აბრეშუმი; ლენინგრადში, ადგილობრივ მხატვრებთან ერთად ვიმუშავე გობელენზე; ლონდონში, ფრანგული სკოლის ბავშვებს ხატვასა და ხელსაქმეს ვასწავლიდი; მქონდა გამოფენები კენტერბერიში და ლონდონში; ფლორენციაში, იტალიურ რენესანსში ჩავიძირე; შემდეგ, როტერდამი-ფლამანდიური სკოლა და დიდი მხატვრული მიმდინარეობები; ტუნისში ხატვის გაკვეთილებს ვატარებდი და სოლო გამოფენა მქონდა კართაგენში; პორტუგალიაში, ლისაბონის ოპერაში, რერიხის ნახატების მიხედვით გავაკეთე კოსტუმების ესკიზები ნიჟინსკის ბალეტისთვის „წმინდა გაზაფხული“; თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში ფრანგი მოცეკვავეების მიერ აღდგენილი დელიბის „კოპელიას“ კოსტუმებზეც ვიმუშავე; 2 პერსონალური გამოფენაც მქონდა 2000-იანი წლების დასაწყისში. ბოლო სოლო გამოფენა კიევში, ეროვნულ მუზეუმში მოვაწყე. ახლა, უფრო მეტად აკვარელში ვმუშაობ…“

ნამუშევრები

„სუზანის მოტივი“, 200x150სმ, ცივი ბატიკა, აბრეშუმის კრეპდეშინი, 2003

„ჩინური მოტივი“, 150x150სმ, ცივი ბატიკა, აბრეშუმის კრეპდეშინი, 2000

„უკრაინული მოტივი“, 120x120სმ, ცივი ბატიკა, აბრეშუმის კრეპდეშინი, 2005

პროფესიული გამოცდილება

პარიზის ხელოვნების აკადემია, გამოყენებითი ხელოვნება