0%

ნატალი ჯამბურიძე

ხელოვანის პორტრეტი

„ჩემს ოჯახში ყველა ხატავს. ბავშობიდან შეხება მაქვს ფუნჯებთან და საღებავებთან, მაგრამ შორიდან ვუყურებდი ხოლმე. დედაჩემი მეუბნებოდა, – თუ ხატვა შეგიძლია, არაა სჭირო ვინმემ გასწავლოს, შენ სტილს დაკარგავო. ამიტომ, არასდროს მივუყვანივარ ხატვის გაკვეთილებზე, არასდროს უსწავლებია რა როგორ გავაკეთო. მთელი ბავშობა შორიდან ვუყურებდი. რამოდენიმე წელია, მეც ავიღე ფუნჯი ხელში და ხატვა დავიწყე. ვფიქრობ, რომ გამომდის… ჩემი პროფესია ხატვისგან შორსაა, მაგრამ ესეც ხელოვნების ნაწილია. მე თეატრმცოდნე ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ მხატვარი უფრო კარგი ვიქნებოდი. როცა ვხატავ, მაშინ ვხდები თავისუფალი, მაშინ ვივიწყებ ყველაფერს და ვეშვები სიამოვნებაში. ყოველთვის მიკვირდა, ხატვას როგორ შეეძლო ადამიანის დეპრესიიდან გამოყვანა და მხოლოდ ეხლა მივხვდი, თუ რამდენს ნიშნავს ფუნჯის ერთი მოსმაც კი! მე ვარ მოყვარული მხატვარი ძველი თბილისიდან, 21 წლის, და ხატვაზე მეტად არაფერი მაბედნიერებს.“

 

ნამუშევრები

„მკვდარი ქალაქი“, 90x110სმ, ტ. აკრილი, 2021