0%

ნინო ლომსაძე

ხელოვანის პორტრეტი

“ბავშვობიდან მიყვარს ხატვა. თავიდანვე მიზიდავდა აბსტრაქცია და სურეალიზმი. სამხატვრო აკადემიაში მოდის დიზაინის დამთავრების მიუხედავად, დიზაინერობას მაინც ხატვა ვარჩიე… წლები ვერ ვხატავდი… არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს თავში. მხოლოდ თინეიჯერობის დროინდელ ნახატებს ვუყურებდი… რამდენიმე წლის წინ ისევ დავიწყე ხატვა. ცვალებადი ხასიათი მაქვს და ხატვა მეხმარება აზრების დალაგებაში. შერეული ტექნიკა მიყვარს. შთაგონების წყაროს ვეძებ ყველგან და ყველაფერში… დაკვირვება მიყვარს დეტალებზე. მიყვარს მუზეუმები და ახალი ადგილების მონახულება.”

ნამუშევრები

"გალაქტიკა", 28x20სმ, ქაღ. შერეული ტექნიკა, 2003