0%

ფარიზა ბაბაევა

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

“დავიბადე მუსიკოსების ოჯახში. მამაჩემი, რაფიკ ბაბაევი, ცნობილი ჯაზის პიანისტი და კომპოზიტორი იყო. 1991 წელს დავამთავრე აზერბაიჯანის მუსიკალური აკადემია.

ჩემი მხატვრული შთაგონების პირველი წყარო იყო ყველაფერი, რაც ხდებოდა ჩემი მშობლების სახლის კედლებში. ეს სახლი იყო ერთგვარი მაგნიტი, რომელიც ბევრ ადამიანს იზიდავდა: ესენი იყვნენ ნათესავების დიდი წრე – მუსიკოსები, არქიტექტორები და მწერლები, ასევე ჩემი მშობლების მეგობრები, ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულები. მოგვიანებით, მეც გავაგრძელე საინტერესო ადამიანების შემოკრების ტრადიცია, ახლა უკვე საკუთარ სახლში. „ღირშესანიშნაობები“ მხიბლავს – მაშინ, როცა ჩემი სახლი ბევრისთვის სწორედ ასეთი მიმზიდველი ადგილია. მსურს, რომ ჩემი შემოქმედებით ცხოვრება ასახავდეს იმას, რაც იზიდავს ჩემა თვალსა და სულს. ყოველ ჯერზე, უცნობია, სად მიმიყვანს ჩემი წამოწყება – იქნება ეს საცეკვაო შოუ, ფილმი, საკონცერტო წარმოება, თეატრალური დადგმა, ლიტერატურული პროექტი, თუ ტექსტილში შექმნილი კოლაჟი.

ამჟამად ვარ ბაქოს თოჯინების თეატრის მსახიობი, ასევე რეგულარულად ვმონაწილეობ სხვა თეატრალურ პროექტებშიც. მე მიყვარს ტანგო და ათ წელზე მეტია ვცეკვავ. ვაგრძელებ წიგნების, სტატიების წერას კულტურისა და ხელოვნების შესახებ, ვკითხულობ ლექციების.

ტექსტილის კოლაჟების კეთება 2012 წელს დავიწყე და ჩემი პირველი გამოფენა ბაქოს თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გაიმართა. შეყვარებული ვარ ტექსტილზე და ჩემს კოლაჟებში ქსოვილის თითოეულ ნაჭერს თავისი ისტორია აქვს. ხილული ვიზუალური გამოსახულების გარდა, თითოეული კოლაჟი შეიცავს ჩემს საიდუმლო ისტორიას, ზოგიერთი ოჯახის ან პირადი მოვლენის დოკუმენტს და მათ უკან არსებულ ამბავს.”

ნამუშევრები

„წყვილი“, 30x33სმ, აპლიკაცია, ქსოვილი, 2021

„ზეთოვანი ცხვარი“, 30x37,5სმ, აპლიკაცია, ქსოვილი, 2021

„კლოუნის თავი“, 20x25 სმ, აპლიკაცია, შერეული ტექნიკა, 2018

„ის“, 25x20 სმ, აპლიკაცია, შერეული ტექნიკა, 2022

„ქალი ტყეში“, 21x15 სმ, აპლიკაცია, ქსოვილი, 2022

პროფესიული გამოცდილება

აზერბაიჯანის მუსიკალური აკადემია
Scroll to Top