0%

ფისო ფირცხალავა

ხელოვანის პორტრეტი

„ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ლექტორი, 11 წელია, რაც ხატვა დავიწყე.“

იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის უამრავი ჰობი მქონდა, შინაგანად რაღაც განსხვავებულისკენ ვილტვოდი. სრულიად შემთხვევით, 54 წლის ასაკში, შვილის გუაშის საღებავებით ზღაპრის სიუჟეტი დავხატე. მანამდე არასოდეს დამიხატვს და სრულიად ინტუიტიურად, საკუთარი ფანტაზიით დავიწყე ბუნების ხატვა, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. წლების წინ ბევრს ვმოგზაურობდი და შესაძლოა ხატვა მრავალი წლის დაგროვილი შთაბეჭდილებების გადმოცემის საშუალებად იქცა, მითუფრო, რომ ბუნებაში არასდროს გავსულვარ სახატავად და ჩემს პეიზაჟებს შინ ვხატავ. გუაშთან ერთად ვიყენებ აკრილს, ზეთის საღებავებითაც მქონია მცდელობა, მაგრამ თავს მტკენს… ვხატავ ტილოზე, მუყაოზე, ქაღალდზე და თეფშებზე. იშვიათად ვხატავ აკვარელით.”

 

 

ნამუშევრები

"დილის თოვლი. გარინდული მესტია". 13,5 X 20სმ, მუყ. აკრილი, 2021