0%

ქეთი აბულაშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშობაში ხშირად ვმონაწილეობდი გამოფენებში, ვწერდი ლექსებს. მაქვს საკუთარი პატარა ნაკრები. აბიტურიენტობის დროს რატომღაც შევიცვალე მიმართულება და გადავწყვიტე სხვა პროფესიაზე ჩამებარებინა. რადგან ვფიქრობდი, თუ სამხატრო აკადემიაში ჩავაბარებდი, საკუთარ მუზებს ვეღარ გავყვებოდი და სხვის ხელწერას ავითვისებდი. თუმცა ახლა ძალიან ვნანობ, რადგან უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ხატვის გარეშე. ახლა, როდესაც პაუზა მაქვს აღებული და იმდენს ვერ ვხატავ, სულ მაქვს მოლოდინი და იმედი, აი, ხვალ იქნება ის დღე, როდესაც ძალიან ბევრს დავხატავ.

რაც თავი მახსოვს, შეყვარებული ვარ პალიტრაზე, ფუნჯებზე, ტილოზე. როდესაც ვხატავ მაშინ ვგრძნობ თავს ყველაზე კარგად.
ხელოვნება, ფერწერა ჩემთვის საოცარი, ტკბილი, მშვიდი და ჰარმონიული სამყაროა.
მომეწონა იდეა ციფრულ გამოფენასთან დაკავშირებით. თუ შანსი მომეცემა და დაინტერესება იქნება ჩემი ნამუშევრებით და რეალიზაციაც მოხდება, ეს ჩემთვის მეტი მოტივაცია და შესაძლებლობა იქნება, რათა მეტი და მეტი ვხატო და უფრო ბედნიერი ვიყო, იმდენი მუზა და ემოცია მაქვს გადმოსაცემი.“

 

ნამუშევრები

 „გაზაფხულის სიცოცხლე“, 70x50სმ, ტ.ზ., 2018