0%

ქეტევან ფილიპოვა-კვაჭაძე

მხატვრის გაზიარება

Share on facebook
Share on pinterest
Share on linkedin
Share on whatsapp
Share on email

ხელოვანის პორტრეტი

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბავშვობაში, თეატრის სახელოსნოში ნანახი, ჩემთვის უცხო და უცნაური ხლართებით ნაქსოვი ქსოვილით დაინტერესება ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა და გადამაწყვეტინებდა გავმხდარიყავი ქსოვილების მხატვარ-ტექნოლოგი. აკადემიაში გამორჩეულ პროფესორ-მასწავლებლებთან ურთიერთობამ სტიმული და საშუალება მომცა, შემესწავლა ქსოვილის მხატვრული გაფორმება, დავუფლებოდი ქსოვილის შექმნის რთულ ტექნოლოგიებს, ერთმანეთთან დამეკავშირებინა ხელოვნება და მეცნიერების მიღწევები.
ძირითადად, გობელენსა და აპლიკაციაზე ვმუშაობ, ყველასგან მივიწყებულ ძველ ქსოვილებს ახალ სიცოცხლეს ვანიჭებ. გობელენზე მუშაობისას მასალის ბუნებრივ შეფერილობას ვიყენებ ან ბუნებრივი საღებავებით ვღებავ და ეფექტის მისაღებად სახვადასხვა ხლართებს ვიყენებ. სწავლის დასრულების შემდეგ ჩემს გამოცდილებას ვუზიარებდი ბათუმის ნ. კანდელაკის სახ. სამხატვრო სასწავლებლისა და ბათუმის ხელოვნების უნივერისტეტის სტუდენტებს. მუდმივად ვმონაწილეობ რესპუბლიკურ და ადგილობრივ გამოფენებსა და სიმპოზიუმში.“

ნამუშევრები

,,ნატურმორტი“, 50x60სმ, აპლიკაცია, ქსოვილი, მაქმანი, ტილო,2015

,,ნატურმორტი“, 60x40სმ, აპლიკაცია, ქსოვილი, მაქმანი, ტილო, 2020

,,ნატურმორტი“, 50x60სმ, აპლიკაცია, ქსოვილი, მაქმანი, ტილო, 2018

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, ტექსტილის დიზაინი
Scroll to Top