ხელოვანის პორტრეტი
„შემოქმედება ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩემი ყველაზე ძლიერი სურვილია ოცნებების მიზნად ქცევა და მიღწევა, მუდმივი განვითარების პროცესი და ტრანსფორმაცია, რაიმე თვითმყოფადის და ახლის შექმნა. ვარ სტუდენტი, მყავს ბედნიერი ოჯახი, მაინტერესებს კვანტური ფიზიკა და სამომავლოდ ვაპირებ, ეს თემატიკა ჩემს შემოქმედებაში ავსახო. მიზიდავს ძერწვის ხელოვნება, ასევე, – ეზოთერიკა. კერძოდ, ბიოენერგეტიკა და ადამიანის ფსიქოლოგია. ძალიან მაინტერესებს ფსიქოსომატიკა და ჰიპნოზის ფენომენი. მიყვარს სპორტი, კერძოდ, – იოგა და კლდეზე ცოცვა. ვემხრობი ხელოვნების ფსიქოლოგიის მიმართულების აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ შემოქმედებით ნამუშევარს აქვს პოტენციალი ადამიანის ფსიქიკიდან ამოქაჩოს „დამარხული“ კომპლექსები და მინიმუმ, გახადოს აქტუალური მათი დამუშავების მოთხოვნილება ადამიანში. ამ კატალიზატორად შეიძლება გამოდგეს ფერი, ფორმა, ხაზი და ა.შ. თავად შემოქმედებითი პროცესიც ხომ თერაპიაა…“