0%

დიანა ნიქაბაძე

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშვობიდანვე დაინტერესებული ვარ ხელოვნებით. ეს ის სფეროა, სადაც თავს კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ. დიდი სურვილი მაქვს განვვითარდე და პროფესიონალურად დავეუფლო მხატვრის ოსტატობას.

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონაწილეობა უნივერსიტეტის ხელოვნების კვირეულში, – მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება და ის დიდი ემოციები, რაც ჩემთვის, როგორც მოყვარული მხატვრისათვის წარმოუდგენელიც იყო.

რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ჩემი ნახატების მიმართ, ცოტა არ იყოს უცნაურია, რადგან ემოციურად იმდენად ვარ დაკავშირებული მათთან, არ შემიძლია რომელიმე მათგანი გავყიდო ან გავაჩუქო, არ შემიძლია მათი გასხვისება. ალბათ შეუძლებელია გავიმეორო იგივე ემოცია ან ჩემივე ნახატი გადავხატო, ისევე, როგორც არ შეიძლება რაიმე ემოცია ზუსტად ისევე განმეორდეს როგორც პირველად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩემი მეგობრების წვლილიც. სწორედ მათ მიბიძგეს მონაწილეობა მიმეღო გამოფენებში, რომლებმაც კიდევ უფრო გამზარდეს და დიდი სიხარული მოგვანიჭეს მეც და ჩემს ნახატებსაც. როგორც ყოველთვის, პირველი ნაბიჯები რთულია. განსაკუთრებით კი, ვფიქრობ, მოყვარული მხატვრისათვის. სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ დღეს უფრო გაბედული ვარ და ვცდილობ მადლობის ნიშნად, ჩემივე წარმატებები დავუბრუნო მათ.“

 

ნამუშევრები

„იქ სადაც გელიან“, 74x104სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა,  2014