0%

ელისო ჩუბინიშვილი

ხელოვანის პორტრეტი

„ძალიან რთულია საკუთარ თავზე წერა… ცხოვრებაში, ბევრი სხვადასხვა როლის თამაში მიხდება: ვარ მხატვარი, საბავშვო წიგნების ავტორი, დედა და შეთავსებით მუსიკის რეპეტიტორი, თუმცა მუსიკა არასდროს მისწავლია… სხვადასხვა დროს სხვადასხვა რამ მიტაცებდა და კვლავაც მიტაცებს – ბუნებაში ხეტიალი, თხილამურები, სნოუბორდი, ველოსიპედი; მწვერვალებზეც მივლია და პარაპლანითაც მიფრენია. ერთ დროს, არქიტექტორობა მინდოდა, მაგრამ აკადემიის დამთავრების შემდეგ, ქვეყანაში ნგრევის მეტი არაფერი ხდებოდა…
შვილები პატარები იყვნენ და რაღაცა დრო სახლში მომიწია ყოფნა. არასდროს მიფიქრია წერა, თუმცა, ისე მოხდა, რომ ამბავი, რომელიც ნახატებით მინდოდა მომეთხრო და ნახატებიანი წიგნი (picture book) შემექმნა, ჩემდა გასაკვირად, სათავგადასავლო ილუსტრირებულ წიგნად იქცა. პირველ წიგნს მეორეც მიჰყვა…“

 

ნამუშევრები

„თევზი“, 34x39სმ, ქაღ. პასტელი, 2002

„ჯამბაზი“, 42,5x39სმ, ქაღ. პასტელი, 2006

„მედეას დაბრუნება“ სერიიდან „დაკარგული, ვერ დაწერილი ან ჯერ არ დაწერილი წიგნების ილუსტრაციები“, 29,5x40, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2018

„ფარნავაზი“ სერიიდან „ლეგენდები“, 29,5x40სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2021

„ღამე“, ილუსტრაცია წიგნისთვის "ვარსკვლავების მდინარე", 24,5x40სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2018

პროფესიული გამოცდილება

ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი; თსს აკადემია, არქიტექტურის ფაკულტეტი