0%

ლელა ჭინჭარაული

ხელოვანის პორტრეტი

„შეიძლება დადგეს დრო და აღმოაჩინო, რომ საღებავი გაგითავდა. მაგრამ, ახალი ტილო შემოგრჩა… ცოტა ზეთიც გაქვს (რომლითაც კარტოფილი შეგიძლია შეწვა, რადგან საღებავი აღარ გაქვს) და თუ ძალიან გშია, შეიძლება, სუპერმარკეტში კარტოფილის შესაძენად წახვიდე (რადგან, ღამის მარკეტებში საღებავს ვერ იყიდი). არადა, ზუსტად ისე გშია, როგორც ხატვა გინდა… და უცებ, მარკეტის დახლზე ამჩნევ მოვარდისფრო-მოიასამნისფრო ფერს, – ტიბეტური მარილს. მაშინვე გახსენდება, რომ სახლში ემულსია გეგულება… კარტოფილს უცებ ივიწყებ, მაღაზიიდან მარილით ხელში გამოდიხარ, არბიხარ სახლში, ხატავ იმას, რასაც გრძნობ და თითქოს საუკუნოდ დანაყრდი…“

ნამუშევრები

„მიტოვებულნი“, 80x60სმ, ტ. ზ. 2018

„ლურჯი ხათუნი“, 80x30სმ, ტ. შერ. ტექნიკა, 2019

„ჰიმალაი“, 80x100სმ, ტ. შერ. ტექნიკა, 2018

„მზის ჩასვლა“, 80x100სმ, ტ. შერ. ტექნიკა, 2020

პროფესიული გამოცდილება

თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, ფერწერის მიმართულება, არასრული კურსი; შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, თეატრის მხატვრობა, არასრული კურსი