ხელოვანის პორტრეტი
„ალბათ ფიქრობთ, რომ სტომატოლოგია და მხატვრობა ძალიან შორსაა ერთმანეთისგან. ჩემი აზრით, ეს ასე არ არის – ყველა ნამუშევარი ხელოვნებაა, თუ ამას სიყვარულით აკეთებ. ხატვა დაახლოებით ხუთი წლის წინ დავიწყე. შემდეგ ტრეისი შევალიეს რომანს ვკითხულობდი “გოგონა მარგალიტის საყურით”. პირველად მაშინ მივხვდი, რომ ხელოვნებაში მთავარი სიყვარულია. “ჰოლანდიელი მონა ლიზა” იმდენად მომეწონა, რომ ნახატის ასლი გავაკეთე. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ნახატი “მოვიპარე”.
შემდეგ, ვეძებდი მხატვრებს და მათ ნამუშევრებს ინტერნეტში და წიგნებში. ჩემი საყვარელი მხატვარია იერონიმუს ბოსხი. ვოცნებობ, საკუთარი თვალით ვნახო მისი “მიწიერ სიამოვნებათა ბაღი”. სამწუხაროდ, იმ დროში ქალებს მხატვრობის უფლება არ ქონდათ და ბევრი მათგანი, როგორც ავტორი, ისტორიაში დაიკარგა. ჩემთვის ასევე შესანიშნავი და ძალიან ძვირფასი მხატვარია ფრიდა კალო, – სიმტკიცის, სიმამაცის, ფემინიზმის, ტკივილის, ბრძოლისა და სიყვარულის სიმბოლო. სხვათა შორის, სანამ ხატვას დაიწყებდა, მას ოცნება ჰქონდა ექიმი გამხდარიყო. ძალიან მიყვარს და შთამაგონებს მონსერატ გუდიოლი. იგი ცნობილია თავისი დელიკატური, ფერადი, თითქოს უბრალო პორტრეტებით, არაერთმნიშვნელოვანი ფონით.
შეუძლებელია მათი შემოქმედების ნახვა და დავიწყება.
ვფიქრობ, ხელოვნება ყოველდღიური რუტინიდან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა.
ჩემი აზრით, ყველას შეუძლია იყოს შემოქმედი. მთავარია, იპოვოთ საკუთარი თავის გამოხატვის გზა.“