ხელოვანის პორტრეტი
„ბავშვობიდან მინდოდა ვყოფილიყავი მხატვარი. ეს არის ჩემი პროფესია და თერაპია. რამოდენიმე წელი, სწავლასთან ერთად, გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ვმუშობდი – სხვადასხვა შრეებზე და ეს ხერხი ჩემს ნახატებშიც აისახება. ამჟამად მაქვს ჩემი სტუდია, სადაც ვხატავ და ვასწავლი აბიტურიენტებს და მოყვარულებს. ძირითადად, ვხატავ ზეთში, აკრილში და აკვარელში. ვცდილობ, მუდმივად ვაკეთო ექსპერიმენტები სხვა მასალაშიც. ამჟამად, ვმუშაობ აკვარელის სერიაზე, ვცდილობ ინტიმური და ფემინური ესთეტიკა, აკვარელის ჰაეროვნებით და სიმსუბუქით კიდევ უფრო გამჭირვალე გავხადო.“
პროფესიული გამოცდილება
თსს აკადემია, დიზაინის ფაკულტეტი, ტანსაცმლის დიზაინის მიმართულება