0%

ნინო ჯიშკარიანი

ხელოვანის პორტრეტი

„მიყვარს ბუნება და ძაღლები… ძირითადად ვმუშაობ ფერწერასა და დაზგურ გრაფიკაში. ყველაზე მეტად მიყვარს მასალაში, დაზგასთან (მონოტიპია, ოფორტი) მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრობა ჩემი პირდაპირი პროფესიაა და პროფესიიდან გამომდინარე თითქოს ვალდებულებაც, მიყვარს ჩემი საქმე და ვიღებ მისგან დიდ სიამოვნებასა და სულიერ საზრდოს. პარალელურად დაინტერესებული ვარ ქართული ანბანით და შრიფტით და ვეწევი მის პოპულარიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.“

ნამუშევრები

„ავტოპორტრეტი”, 90x60სმ, ტ. ზ., 1992

„შემოდგომა“, 62x82სმ, ტ. აკრილი, 2012

„გვიანი შემოდგომა“, 43x37სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2013

„უფლისციხის ყაყაჩოები“, 43x54სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2019

პროფესიული გამოცდილება

ი. ნიკოლაძის სახ. სამხატვრო სასწავლებელი; თსს აკადემია, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი, გრაფიკის მიმართულება, დაზგური გრაფიკა; ასოციაცია “ქართული შრიფტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი